სტანდარტი
ე.ს.გ.(ინდიკატორი)
|
ქართ.დაწყ(II) 4,5,9,12.
მოსწავლე იყენებს აზრის გამოთქმისთვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს;
წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს;სხვადასხვა საშუალებებით აგროვებს მასალას,გააცნობს მათ ჯგუფის წევრებს და ითვალისწინებს მათ
აზრს.
წერისას იყენებს გრაფიკულ მაორგანიზებლებს ინფორმაციის დახარისხების,შეჯამების მიზნით.
ფლობს პრეზენტაციის უნარ ჩვევებს.
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მასალის კონტექსტში გააზრების,ინტერპრეტაციის,კრიტიკული აზროვნების, წაკითხულის შეფასების,საკომუნიკაციო უნარების,თვითგამოხატვის უნარების განვითარებას.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს გავლილი აქვთ ი.გოგებაშვილის ტექსტი
,,ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“,მოძიებული აქვთ ფაქტობრივი ინფორმაცია ერეკლე მეფეზე,ნანახი აქვთ თ.ჩაგელიშვილის დოკუმენტური
ფილმები: ,,ერეკლე მეფის სასახლის საიდუმლოებები“, ,,ერეკლე მეორე“...
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი დაფაზე წერს გაკვეთილის თემას და პარალელურად თემატურ საკვანძო შეკითხვას-რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას-მისი პირადი არჩევანი თუ სხვა ფაქტორები:აღზრდა,გარემო,ბედისწერა,ხასიათი.იგი კლასს აცნობს,რომ ერეკლე მეფის ცხოვრებისეული ფაქტების მაგალითზე პასუხი უნდა გასცენ ამ შეკითხვას.
მასწავლებელი რამდენიმე სიტყვით შეახსენებს
კლასს,რომ ერთი წლის წინ,2020
წელს, ერეკლე მეფის დაბადებიდან შესრულდა 300 წელი,ხოლო გარდაცვალებიდან-222,ის სთხოვს ერთ-ერთ
მოსწავლეს,გამოვიდეს და ამ სახელოვანი
მეფის ცხოვრების წლები დაწეროს დაფაზე.
აქტივობა მოვლენათა ჯაჭვი:მოსწავლეები ხელის
აწევის პრინციპით გამოდიან დაფასთან, პასუხს სცემენ მასწავლებლის კითხვებს მოძიებული მასალიდან და თან წარმოადგენენ
ფოტოებს,რომლებიც უკავშირდება ერეკლე მეორის ცხოვრებას.მოძიებული მასალა ეხება ერეკლეს შვილს-თეკლა ბატონიშვილს, ხმალს,სპარსულ ქუდს,თქმულებებს,ხალხურ ლექსებს,თელავის სასწავლებელს და სხვა ფაქტობრივ მასალას.
აქტივობა სახასიათო შტრიხები:ამ
მასალაზე დაყრდნობით მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოკვეთონ ერეკლე მეორის სახასიათო შტრიხები და გასცენ
პასუხი დასაწყისში დასმულ საკვანძო შეკითხვას.
მოსწავლეები წერენ,მსჯელობენ განიხილავენ და წარმოადგენენ.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს კითხვარს,რომელიც უნდა შეავსონ-ვიცი,გავიგე,მინდა ვიცოდე-ს
მიხედვით.აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით,აძლევს საშინაო დავალებას-დაწერონ თხზულება
,,ეს ჩვენი
მეფე ერეკლე“
|