რესურსები


 N1
მეტყველების ნაწილები
რესურსის სახელწოდება:„მეტყველების ნაწილები“
სამიზნე ჯგუფი:დაწყებითი საფეხური;მე-5კლასი
მისაღწევი შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:
ქართ.V.3.მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.
ქართ.V.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
ქართ.V.15.მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა.
რესურსის მიზანი:გრამატიკის შესწავლა მე-5 კლასიდან უკვე სისტემურ ხასიათს იძენს,მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ დროს მოსწავლეთა ასაკობრივ  და ინდივიდუალურ  თავისებურებებს, ვნახავთ,რომ „ზღვა მასალა“ შეუძლებელია დაიმახსოვრო ისე,რომ არ დაგავიწყდეს,თან თუ კვირაში მხოლოდ ორი გაკვეთილი გაქვს ქართულ ენაში.
რესურსის შექმნის იდეა სწორედ ამ საჭირბოროტო საკითხმა  გადამაწყვეტინა.სწავლების თანამედროვე მიდგომები ითვალისწინებს მოწავლეზე ორიენტირებულ აქტივობებს,როგორც ცოდნის დაგროვების,ასევე მისი გამოყენებისა და მონიტორინგის პროცესში.ნასწავლი მასალის მონიტორინგი-აი რას ისახავს მიზნად ჩემს მიერ შექმნილი რესურსი:ე.ს.გ. გ-თი გათვალისწინებული ლიტერატურული ტექსტები ვაქციოთ სახალისო აქტივობების საფუძვლადისე,რომ ეს აქტივობები ყოველ ჯერზე  იყოს შინაარსობრივად განხვავებული.ჩემი მიზანია,მოსწავლემდაინახოსმჭიდრო კავშირი ლიტერატურასა და ცალკე ნასწავლ გრამატიკას შორის.პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა კი ცოდნის ხარისხი ასწიოს,მოტივაცია აუმაღლოს თანაც ისე,რომ ამ პროცესის მონაწილე  იყოს თვით მოსწავლე.კატეგორიები შერჩეულია მნიშვნელობის და აქტუალობის მიხედვით,გზა მარტივიდან- რთულისაკენ,რომელიც შემდგომ საფეხურებზე უფრო უნდა  დაიხვეწოს,გართულდეს და გამრავალფეროვნდეს.
რესურსის აღწერლობა:რესურსი,რომელიც მე შევქმენი არის მარტივად დამზადებული.ფორმატის დიდ ფურცელზე ჩამოწერილია 10 მეტყველების ნაწილი.თითვეულ მეტყველების ნაწილს სიგანეზე გასდევს კატეგორიებად დაყოფილი ჯიბაკები.კატეგორიები შერჩეულია სიმარტივის და აქტუალობის მიხედვით,ის რაც საჭიროა საბაზისო ცოდნისთვის,ის,რაზეც უნდა მოხდეს შემდგომი ცოდნის დაშენება,ანუ არ წარმოადგენს ყველა იმ ნიშან-თვისებათა ერთიანობას,რაც თითვეულ მეტყველების ნაწილს ახასიათებს.
ზოგიერთ მეტყველების ნაწილის კატეგორიას პირდაპირ აწერია მზა „მასალა“,რაც მიუთითებს იმაზე,რომ მოსწავლემ მხოლოდ უნდა მოძებნოს,ამოიწეროს და მოათავსოს შესაბამის ჯიბაკში.ეს აქტივობა დამახსოვრების ხარისხს გაზრდის და ლიტერატურასთან გრამატიკის კავშირს დაანახებს მას.
რესურსის ინსტრუქცია:რესურსი შექმნილია მე-5 და მე-6 კლასისთვის.მისი სახელწოდებაა ,,მეტყველების ნაწილები“. შესრულებულია ფორმატის ქაღალდზე და  შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის სამივე ფაზაზე.იგი დაეხმარება მოსწავლეს წინარე ცოდნის გააქტიურებაში,მასალის წვდომასა და გააზრებაში.
მასწავლებელი მხატვრული ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ ჯგუფებს ურიგებს პატარა ფერად ფურცლებს და აძლევს ინსტრუქციას:მითითებული ტექსტიდან  ერთმა ჯგუფმა ამოიწეროს ზმნები,მეორემ- არსებითი სახელები,მესამემ-ზედსართავი სახელები სხვადასხვა ფერის და ფორმის ფურცლებზე.განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ(5-7წთ) მასწავლებელი აძლევს მითითებას ჯგუფებს:
I ჯგუფს-არსებით სახელზე გააკეთონ პრეზენტაცია  და ჯიბაკებში კონკრეტული კატეგორიების მიხედვით გადაანაწილონ სახელები;
II ჯგუფს-ზედსართავ სახელზე გააკეთონ პრეზენტაცია
III ჯგუფს- ზმნაზე გააკეთონ პრეზენტაცია და ა.შ...
მასწავლებელი ან თვითონ იძახებს მოსწავლეს,ან მოსწავლე გამოხატავს ინიციატივას.ფასდება დავალებისადმი ადეკვატურობის და ანალიზის მიხედვით.ამ პროცესში ჩართულია კლასიც.
  ერთ გაკვეთილში შეუძლებელია ამოწურო რესურსის გამოყენების საჭიროება.მასწავლებელს თავისუფლად შეუძლია შეცვალოს სხვადასხვაგვარად დავალების პირობა,მაგ: ვრცელ ტექსტში მოაძებნინოს მხოლოდ ზმნები ან არსებითი სახელები,კავშირები,ნაცვალსახელები.უპირატესობის გამოვლენა მოხდება იმის მიხედვით თუ რომელი ჯგუფი შეასრულებს დავალებას სწრაფად და ხარისხიანად.შეცდომების გასწორებაში ჩართულნი იქნებიან თვითონ მოსწავლეები.
   რესურსის გამოყენება შესაძლებელია სსსმ მოსწავლესთან მუშაობაშიც:სხვადასხვა მეტყველების ნაწილის კატეგორიებიდან ვურჩევთ მისთვის შესაბამის კატეგორიას და ვამუშავებთ მასზე ჯგუფის წევრების დახმარებით.მოძიებულ მასალას კი  ის კლასის წინაშე განათავსებს ჯიბაკებში.
    რესურსის გამოყენების შემდგომ მასწავლებელს შეუძლია მოიფიქროს შესრულებულ საკლასო აქტივობასთან ადაპტირებული საშინაო დავალება,მაგ:შექმნან მცირე ზომის მხატვრული ტექსტი,რომელშიც გამოიყენებენ ჯგუფების მიერ კატეგორიებად დახარისხებულ მეტყველების ნაწილებს.ეს აქტივობა განუვითარებს წერით უნარ-ჩვევებს. 
რესურსის რეფლექსია:რესურსი  გამოვიყენე მე-5 კლასში.მიუხედავად სიახლისა,ძალიან ეფექტურად წარიმართა გაკვეთილის მსვლელობა:
კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად,დავურიგე თითოეულ ჯგუფს განსხვავებული ფერის პატარა წებოვანი ფურცლები და მივეცი ინსტრუქცია-რ.ინანიშვილის ტექსტიდან ამოეწერათ:
I ჯგუფს-არსებითი სახელები;
II ჯგუფს-ზედსართავი სახელები;
III ჯგუფს-ზმნები;
IV ჯგუფს- ნაცვალსახელები; ამოწერის შემდეგ,მეტყველების ნაწილის შესაბამის  ჯგუფს, კატეგორიების მიხედვით უნდა ამოეწერა დარიგებულ  წებოვან ფურცლებზე.
კლასში მყავს ორი სსსმ მოსწავლე,მათაც შევუდგინე შესაბამისი დავალება-ამოეწერა სიტყვები,რომლებიც გვპასუხობენ -ვინ? კითხვაზე ,თითოეული მოსწავლე გავანაწილე ცალ-ცალკე ჯგუფში.
აქტივობას დავუთმე 7 წუთი .ამ დროის განმავლობაში ისინი ჩემთან აზუსტებდნენ ინსტრუქციებს და ავსებდნენ ფურცლებს.დროის გასვლის შემდეგ ,მოსწავლეებს მივეცი არჩევანის თავისუფლება- შეერჩიათ პრეზენტატორები ,რომ მონაცემებით წარმდგარიყვნენ  რესურსთან და განეთავსებინათ შედეგები შესაბამის ჯიბაკში.
თუ რამდენიმე შეცდომას არ ჩავთვლით,მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს ჩემს მიერ მიცემულ პრაქტიკულ დავალებას.გამოიკვეთა ლიდერი ჯგუფი (არსებითი სახელი).მათ,რომელთაც ჰქონდა ამოსაკრები ზედსართავი სახელები,პრეზენტაცია გაუჭირდა,ამანდამანახაის,თუ მე რა მხრივ მმართებს მუშაობა ქართული ენის გაკვეთილზე.
სსსმ მოსწავლეებმაც აქტიურად ითანამშრომლეს.განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა მათთვის  ჯიბაკებში ამოკრებილი სიტყვების განთავსების პროცესი.
 მოსწავლეებს მოეწონათ ეს აქტივობა.ერთიანი ძალებით შეძლეს ნასწავლი მასალის პრაქტიკულად ჩვენება და პრეზენტაციების გაკეთება.რესურსისადმი ხელშესახებლობამ და მონაწილის როლმა თავდაჯერებულობა შემატა და სურვილი გაუჩინა მსგავსი აქტივობის კვლავ შესრულებისა.

 ერთადერთი,რაც ვერ შევძელი, იყო დროის ლიმიტის სწორად ვერ განსაზვრა-აქტივობისთვის დამჭირდა გათვალისწინებულზე მეტი დრო,რასაც შემდგომისთვის გავითვალისწინებ.

 




რესურსი მრავალჯერადია,მოსახერხებლად გამოსაყენებელი,როგორც წყვილებში,ისე შერეულ ჯგუფებში;ემსახურება გრამატიკის შესწავლასა და განმეორებას,აქვს მოდიფიცირების შესაძლებლობა .ცვალებადი დავალების პირობების მიხედვით,შესაძლებელია მისი სხვადასხვა კლასში და სხვადასხვა ენაში გამოყენება.

 მიზანი,რაც  მამოძრავებდა რესურსის შექმნისას,დაძლეულია,რადგან რამდენიმე გაკვეთილზე მისი გამოყენების შემდეგ ვთვლი,რომ მოვახერხე მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურება ,მისი სისტემიზაცია,პრეზენტაციების უნარების დახვეწა და მათთვის ლიტერატურასა და გრამატიკას შორის არსებული  განუყოფელი კავშირის ჩვენება.


N2
კ  ი  ლ  ო 
რესურსის სახელწოდება: კილო
სამიზნე ჯგუფი:მე-6 კლასი
მისაღწევი შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:
ქართ.VI.15.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.
ქართ.VI.16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება,გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვათფორმების აგება.
რესურსის მიზანი:ერთი შეხედვით კილოს სწავლება თითქოს არ არის რთული,მაგრამ წინა წლების გამოცდილებამ დამანახა,რომ საწყის ეტაპზე მოსწავლეებს უჭირთ კილოს კატეგორიზაციაში გარკვევა.კითხვებს იმახსოვრებენ,მაგრამ საქმე თუ ტექსტს ეხება იბნევიან,მითუმეტეს,თუ III პირიდან I პირში უნდა გადაიყვანონ ფორმები.ამ სირთულემ დამანახა რესურსის შექმნის საჭიროება.რესურსის მიზანია:მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის მიღება და გაცემა,კვლევა,მონაცემთა ანალიზი.ის დაეხმარება მოსწავლეს მარტივად ააგოს გრამატიკული  თვალსაზრისით მართებული სიტყვათფორმები,წინადადებები,დამოუკიდებლად შეთხზას სხვადასხვა ტიპის მიზნობრივი ტექსტი.
.რესურსის აღწერლობა:მის შექმნისას გავითვალისწინე ასაკობრივი ჯგუფი და შევჯერდი ვიზუალურად მარტივ,სახალისო და ადვილად აღსაქმელ ფორმატზე.თემის უკეთ შესაცნობად  და გასააზრებლად რესურსში ჩავრთე ხილი და ცხოველები,კერძოდ,ვაშლი და ზღარბი.წითელ და მწვანე ვაშლს მივანიჭე თხრობითი და კავშირებითი კილოს გამოხატვის ფუნქცია,ზღარბს-ზმნის.ხილი და ცხოველი ერთმანეთთან დავაკავშირე კითხვებით,რაც ფერებით განვასხვავე.ასევე კითხვებში გამოვკვეთე თხრობითი და კავშირებითი კილოს ნიშანდობლივი დაბოლოება IIIპირში.
რესურსის ინსტრუქცია:რესურსი შექმნილია მე-6 კლასისთვის.მისი სახელწოდებაა ,,კილო“.რესურსი შესრულებულია ფორმატის ქაღალდზე და  შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის სამივე ფაზაზე.იგი დაეხმარება მოსწავლეს წინარე ცოდნის გააქტიურებაში,მასალის წვდომასა და გააზრებაში:    გამოწვევა-10წთ.   წვდომა-15წთ.  რეფლექსია-20წთ.
რადგან კილო ომონიმური სიტყვაა,მასწავლებელი მხოლოდ  წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ უნდა გადავიდეს ახალი მასალის ახსნაზე.ასე უფრო ღრმავდება სიტყვის,როგორც ლექსიკური ერთეულის,მრავალმნიშვნელიანობა.
მეთოდურ ლიტერატურაში რეკომენდებულია კილოს სწავლების ინდუქციური გზა,ცალკეულ კილოს დახასიათების საფუძველზე მოსწავლეებს გამოაქვთ სათანადო დასკვნები.ჩემი რესურსი ამის დადასტურებაა.მასწავლებელი არკვევს მოსწავლეებს კილოს რაობაში-ზმნის მოქმედება უეჭველი ფაქტია თუ სასურველ -შესასრულებელი.უხსნის იმას,რომ ამის გარკვევაში დახმარების როლი ენიჭება სწორად დასმულ კითხვას,ასევე იმასაც, რომ ეს კითხვები თვალსაჩინოდ ნაჩვენებია  რესურსზე.მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილონ კითხვების დაბოლოებებზე,რაც კილოების განსხვავების ერთ-ერთი საშუალებაა.განმასხვავებელი ნიუანსია ინტონაციაც,რაზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს.
რეფლექსიის ფაზაში მასწავლებელი ორ ჯგუფად ყოფს კლასს,აძლევს წინასწარ მომზადებულ ტექსტს მაგ,,ტომ სოიერის თავგადასავალიდან“ და სთხოვს დარიგებულ წითელ და მწვანე წებოვან ფურცლებზე ამოიწერონ შესაბამისი კილოები (წითელზე-თხრობითი,მწვანეზე-კავშირებითი).განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს თითვეულ ჯგუფს მოძიებული ვაშლები დაამაგრონ ზღარბზე და რესურსზე დატანებული კითხვების და ინტონაციის მეშვეობით გააკეთონ დასკვნა.ეს აქტივობა უფრო გაამყარებს ცოდნას.პარალელურ რეჟიმში,რა თქმა უნდა არსებობის შემთხვევაში,დაფაზე ვწერთ შეცდომებს და ვასწორებთ.
ცოდნის გამყარების მიზნით  შეიძლება მივცეთ  სახლში სავარჯიშოდ შემდეგი ტიპის დავალება:ზღარბის მიერ შეგროვილი ,,ვაშლების“ დახმარებით(რომლებშიც უკვე გარკვეულია კილო) და აგრეთვე სხვა ზმნების გამოყენებით შეადგინონ მცირე ზომის მხატვრული ტექსტი-,,ზღარბის ოცნება“მსგავსი ტიპის დავალება სახალისოა,გაუაქტიურებს ათვისებულ ცოდნას და ამასთან ერთად განუვითარებს შემოქმედებით უნარებს.
ეს რესურსი ორიენტირებულია მოსწავლის გააქტიურებაზე, საგაკვეთილო პროცესში თამაშ-თამაშით ჩართვაზე,მოდიფიცირების შემთხვევაში  შეიძლება გამოიყენოს დაწყებითების და უცხო ენების მასწავლებელმა დაწყებით საფეხურზე.



რესურსის რეფლექსია:.რესურსი შექმნილია ახალი მასალის ახსნა-განმტკიცების მიზნით
.თემის ახსნას ვიწყებ  წინარე ცოდნის გააქტიურებით.ვინაიდან კილო ომონიმური სიტყვაა,რესურსში გარკვეულ ადგილს ვუთმობ ომონიმებს,მათ შორის გამოვყოფ კილოს,როგორც ერთ-ერთ  გრამატიკულ კატეგორიას.

დაფაზე ვუწერ ზმნებს იმის საჩვენებლად,რომ ზმნის მოქმედება აუცილებლად გაგებული უნდა იქნეს,როგორც ან უტყუარი ფაქტი,ან შესაძლებელ-სავარაუდებელი, რესურსის დახმარებით  ვარკვევ  თხრობით და კავშირებით კილოს კითხვებში.თხრობითი კილო სიმბოლურად არის წითელი ვაშლი,კავშირებითი კილო კი- მწვანე ვაშლი.ზღარბს,ანუ ზმნას ისინი უკავშირდებიან კითხვებით.კითხვების დაბოლოება გამოკვეთილია განსხვავებულობის საჩვენებლად.
  მასალის ახსნის შემდგომ პრაქტიკული მეცადინეობისათვის ვყოფ კლასს ორ ჯგუფად,ვურიგებ  წებოვან ფერად ფურცლებს,ვაძლევ წინასწარ მომზადებულ ტექსტს ,,ტომ სოიერს თავგადასავალიდან“(VIIIთავი) და ვთხოვ კითხვების დახმარებით ცალკ-ცალკე ამოიწერონ კავშირებითი და თხრობითი კილოს ზმნები.(თხრობითი-წითელ ფურცელზე,კავშირებითი- მწვანეზე.)განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ მოძიებულ ზმნებს ანუ „ვაშლებს,“ახსნა-განმარტებებით, თუ რატომ მიაკუთვნეს ამა თუ იმ კილოს ფორმას,სათითაოდ ამაგრებენ სახლისაკენ მიმავალ „ზღარბს“.ამ აქტივობის მსვლელობისას ვასწორებთ დაშვებულ შეცდომებს ამგვარად:ვწერთ დაფაზე ზმნებს,ვუსვამთ კითხვებს რესურსიდან  ვადგენთ კილოს და წარმოვთქვამთ ინტონაციის მართვით სწორად.

სახლში დავალებად ვაძლევ ასეთ აქტივობას:რადგან ცალკე აღებულ ამა თუ იმ ფორმაში ნაკლებად ჩანს კილოს ფუნქცია და რაობა,ზღარბის მიერ შეგროვილი ,,ვაშლების“ დახმარებით(რომლებშიც უკვე გარკვეულია კილო) და სხვა ზმნების გამოყენებით შეადგინონ მცირე ზომის მხატვრული ტექსტი-,,ზღარბის ოცნება“რაც გაუმყარებს ათვისებულ ცოდნას და განუვითარებს შემოქმედებით უნარებს.ამ დავალებას ინტონაციის წესების დაცვით წავიკითხავთ შემდეგ გაკვეთილზე.
რესურსი გამოვიყენე გაკვეთილის სამივე ფაზაზე,ვიზუალურმა მხარემ და ჯგუფებში მუშაობამ მოსწავლეთა ჩართულობა გაზარდა,თუმცა სწორად ვერ დავიცავი დროის ლიმიტი რეფლექსიაზე-უფრო მეტი დრო დასჭირდა ზმნების ამოკრეფას და კილოს გარკვევასმაგრამ ეს ფაზა განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის:გაზარდა მოტივაცია,ჩართულობა,აქტიურობა,მოძიებსი და ანალზის უნარ-ჩვევები და ბოლოს გამოიკვეთა იდეები თუ როგორ უნდა შეექმნათ მხატვრული ტექსტი ,,ზღარბის ოცნება,,როგორ უნდა განევითარათ მოვლენები.
მიუხედავად იმისა,რომ დროის ლიმიტის განსაზღვრა ზუსტად ვერ შევძელი,ვფიქრობ რესურსმაკარგად იმუშავა:ვიზუალურად  საინტერესო,თვალსაჩინოდ აღსაქმელი,ჩართულობის მხრივ აქტიური, შემოქმედებითობის მხრივ პროდუქტული.
რესურსი,მცირე მოდიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია უცხო ენებსა და დაწყებით კლასებში მრავალფუნქციურად გამოვიყენოთ.


N3  შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები




N4  კუბი ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით



No comments:

Post a Comment