Wednesday, April 28, 2021

პროექტ-გაკვეთილი



 პროექტ-გაკვეთილი

გაკვეთილის ტიპი

გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი (წიგნიერება,მედიაწიგნიერება,ციფრული წიგნიერება,სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია);

სათაური

,,ეს ჩვენი მეფე ერეკლე

თარიღი

 

საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა

მოსწავლეთა პროფილი

14

სსსმ მოსწავლე

1

კლასი

VI

დრო

35 წთ

სტანდარტი

...(ინდიკატორი)

ქართ.დაწყ(II) 4,5,9,12.

მოსწავლე იყენებს აზრის გამოთქმისთვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს;

წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს;სხვადასხვა საშუალებებით აგროვებს მასალას,გააცნობს მათ ჯგუფის წევრებს და ითვალისწინებს მათ აზრს.

წერისას იყენებს გრაფიკულ მაორგანიზებლებს ინფორმაციის დახარისხების,შეჯამების მიზნით.

ფლობს პრეზენტაციის უნარ ჩვევებს.

გაკვეთილის აქტუალობა

გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მასალის კონტექსტში გააზრების,ინტერპრეტაციის,კრიტიკული აზროვნების, წაკითხულის შეფასების,საკომუნიკაციო უნარების,თვითგამოხატვის უნარების განვითარებას.

I თემატური ბლოკი

ადამიანი და მისი ცხოვრება

თემატური საკვანძო კითხვა

რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას,მისი პირადი არჩევანი თუ სხვა ფაქტორები(აღზრდა,გარემო,ბედისწერა,ხასიათი)

წინარე ცოდნა

მოსწავლეებს გავლილი აქვთ .გოგებაშვილის ტექსტი ,,ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“,მოძიებული აქვთ ფაქტობრივი ინფორმაცია ერეკლე მეფეზე,ნანახი აქვთ .ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმები: ,,ერეკლე მეფის სასახლის საიდუმლოებები“, ,,ერეკლე მეორე“...

განხორციელებული მეთოდები და აქტივობები

კითხვა-პასუხი,ზეპირი მოხსენება;გამოტოვებული ადგილების აღდგენა ტექსტში;მოვლენათა ჯაჭვის შექმნა(დაფაზე);სახასიათო შტრიხები;პოსტერი(ერეკლეს მეორესთან დაკავშირებული ფოტოები).

გაკვეთილის მსვლელობა

    საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი დაფაზე წერს გაკვეთილის თემას  და პარალელურად  თემატურ საკვანძო  შეკითხვას-რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას-მისი პირადი არჩევანი თუ სხვა ფაქტორები:აღზრდა,გარემო,ბედისწერა,ხასიათი.იგი კლასს აცნობს,რომ ერეკლე მეფის ცხოვრებისეული ფაქტების მაგალითზე პასუხი უნდა გასცენ ამ შეკითხვას.

მასწავლებელი  რამდენიმე სიტყვით შეახსენებს კლასს,რომ ერთი წლის წინ,2020 წელს, ერეკლე მეფის დაბადებიდან შესრულდა 300 წელი,ხოლო გარდაცვალებიდან-222,ის სთხოვს  ერთ-ერთ მოსწავლეს,გამოვიდეს და ამ სახელოვანი მეფის ცხოვრების წლები დაწეროს დაფაზე.

აქტივობა მოვლენათა ჯაჭვი:მოსწავლეები ხელის აწევის პრინციპით გამოდიან დაფასთან, პასუხს სცემენ მასწავლებლის კითხვებს მოძიებული მასალიდან და თან წარმოადგენენ ფოტოებს,რომლებიც უკავშირდება ერეკლე მეორის ცხოვრებას.მოძიებული მასალა ეხება ერეკლეს შვილს-თეკლა ბატონიშვილს, ხმალს,სპარსულ ქუდს,თქმულებებს,ხალხურ ლექსებს,თელავის სასწავლებელს და სხვა ფაქტობრივ მასალას.

 აქტივობა სახასიათო შტრიხები:ამ მასალაზე დაყრდნობით მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოკვეთონ ერეკლე მეორის სახასიათო შტრიხები  და გასცენ პასუხი დასაწყისში დასმულ საკვანძო  შეკითხვას.

მოსწავლეები წერენ,მსჯელობენ განიხილავენ  და წარმოადგენენ.

  გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს კითხვარს,რომელიც უნდა შეავსონ-ვიცი,გავიგე,მინდა ვიცოდე- მიხედვით.აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით,აძლევს საშინაო დავალებას-დაწერონ თხზულება   ,,ეს ჩვენი მეფე ერეკლე

 

 

 

 

შეფასება

განმავითარებელი,განმსაზღვრელი

რესურსი

ინტერნეტ-რესურსი



























No comments:

Post a Comment