გაკვეთილის ტიპი |
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი (წიგნიერება,მედიაწიგნიერება,ციფრული
წიგნიერება,სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია); |
სათაური |
,,ეს
ჩვენი მეფე ერეკლე” |
თარიღი |
|
საგანი |
ქართული ენა და ლიტერატურა |
მოსწავლეთა პროფილი |
14 |
სსსმ მოსწავლე |
1 |
კლასი |
VI |
დრო |
35 წთ |
სტანდარტი ე.ს.გ.(ინდიკატორი) |
ქართ.დაწყ(II) 4,5,9,12. მოსწავლე იყენებს აზრის გამოთქმისთვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს; წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს;სხვადასხვა საშუალებებით აგროვებს მასალას,გააცნობს მათ ჯგუფის წევრებს და ითვალისწინებს მათ
აზრს. წერისას იყენებს გრაფიკულ მაორგანიზებლებს ინფორმაციის დახარისხების,შეჯამების მიზნით. ფლობს პრეზენტაციის უნარ ჩვევებს. |
გაკვეთილის აქტუალობა |
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მასალის კონტექსტში გააზრების,ინტერპრეტაციის,კრიტიკული აზროვნების, წაკითხულის შეფასების,საკომუნიკაციო უნარების,თვითგამოხატვის უნარების განვითარებას. |
I თემატური ბლოკი |
ადამიანი და მისი ცხოვრება |
თემატური
საკვანძო
კითხვა |
რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას,მისი პირადი არჩევანი თუ სხვა ფაქტორები(აღზრდა,გარემო,ბედისწერა,ხასიათი) |
წინარე ცოდნა |
მოსწავლეებს გავლილი აქვთ ი.გოგებაშვილის ტექსტი
,,ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“,მოძიებული აქვთ ფაქტობრივი ინფორმაცია ერეკლე მეფეზე,ნანახი აქვთ თ.ჩაგელიშვილის დოკუმენტური
ფილმები: ,,ერეკლე მეფის სასახლის საიდუმლოებები“, ,,ერეკლე მეორე“... |
განხორციელებული
მეთოდები და აქტივობები |
კითხვა-პასუხი,ზეპირი მოხსენება;გამოტოვებული ადგილების აღდგენა ტექსტში;მოვლენათა ჯაჭვის შექმნა(დაფაზე);სახასიათო შტრიხები;პოსტერი(ერეკლეს მეორესთან დაკავშირებული ფოტოები). |
გაკვეთილის მსვლელობა |
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი დაფაზე წერს გაკვეთილის თემას და პარალელურად თემატურ საკვანძო შეკითხვას-რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას-მისი პირადი არჩევანი თუ სხვა ფაქტორები:აღზრდა,გარემო,ბედისწერა,ხასიათი.იგი კლასს აცნობს,რომ ერეკლე მეფის ცხოვრებისეული ფაქტების მაგალითზე პასუხი უნდა გასცენ ამ შეკითხვას. მასწავლებელი რამდენიმე სიტყვით შეახსენებს
კლასს,რომ ერთი წლის წინ,2020
წელს, ერეკლე მეფის დაბადებიდან შესრულდა 300 წელი,ხოლო გარდაცვალებიდან-222,ის სთხოვს ერთ-ერთ
მოსწავლეს,გამოვიდეს და ამ სახელოვანი
მეფის ცხოვრების წლები დაწეროს დაფაზე. აქტივობა მოვლენათა ჯაჭვი:მოსწავლეები ხელის
აწევის პრინციპით გამოდიან დაფასთან, პასუხს სცემენ მასწავლებლის კითხვებს მოძიებული მასალიდან და თან წარმოადგენენ
ფოტოებს,რომლებიც უკავშირდება ერეკლე მეორის ცხოვრებას.მოძიებული მასალა ეხება ერეკლეს შვილს-თეკლა ბატონიშვილს, ხმალს,სპარსულ ქუდს,თქმულებებს,ხალხურ ლექსებს,თელავის სასწავლებელს და სხვა ფაქტობრივ მასალას. აქტივობა სახასიათო შტრიხები:ამ
მასალაზე დაყრდნობით მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოკვეთონ ერეკლე მეორის სახასიათო შტრიხები და გასცენ
პასუხი დასაწყისში დასმულ საკვანძო შეკითხვას. მოსწავლეები წერენ,მსჯელობენ განიხილავენ და წარმოადგენენ. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს კითხვარს,რომელიც უნდა შეავსონ-ვიცი,გავიგე,მინდა ვიცოდე-ს
მიხედვით.აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით,აძლევს საშინაო დავალებას-დაწერონ თხზულება
,,ეს ჩვენი
მეფე ერეკლე“
|
შეფასება |
განმავითარებელი,განმსაზღვრელი |
რესურსი |
ინტერნეტ-რესურსი |
Wednesday, April 28, 2021
პროექტ-გაკვეთილი
პროექტ-გაკვეთილი
Subscribe to:
Posts (Atom)