პროექტები-2020-2021 წ

 N 1 პროექტი-2021 წელი

პროექტის სახელი

 

,,სამშობლო უფრო ღრმადაა“

პროექტის ხანგრძლივობა

1 კვირა-(5-6 გაკვეთილი)

 საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა

სკოლა

ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლა

კლასი

VII

სსსმ მოსწავლე

2(შეძლებენ საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვას წერილობით,დისკუსიაში ჩართვას,პერსონაჟის დახასიათებას)მოემზადება კომპლექსური დავალების შესასრულებლად.

თემატური ბლოკი

 

    II თემატური ბლოკი;მშობლიური სამყარო.

 

თემა: სამშობლო 

·        რა არის სამშობლო? რატომ და რითია სამშობლო მნიშვნელოვანი/განსაკუთრებული  ადამიანისთვის? (/რამდენად და როგორ ზემოქმედებს მშობლიური ქვეყანა ადამიანზე, მის ჩამოყალიბებაზე?)

·         რას ნიშნავს, იყო სამშობლო ქვეყნის შვილი?

·        როგორ/რაში ვლინდება სამშობლოს სიყვარული?

·        რითია ჩემი სამშობლო საინტერესო, ღირსშესანიშნავი?

·        რას გვასწავლის წარსული თანამედროვეობის შესახებ? (/რატომაა მნიშვნელოვანი წარსულის ცოდნა?)

·        რამდენად და როგორაა დღეს შესაძლებელი, ვიზრუნოთ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე? 

·        რამდენად უპასუხებს ტექსტი კითხვებს, რომლებიც მაქვს სამშობლოსთან დაკავშირებით?

·        რა მიზნით და რამდენად ეფექტურად იყენებს ავტორი ენობრივ საშუალებებს?

·        რა მსგავსება-განსხვავებაა  სამშობლოს თემაზე დაწერილ ტექსტებს შორის? რითია ისინი განპირობებული?

რას მასწავლის სამშობლოს თემაზე შექმნილი ლიტერატურა?

 

საკითხავი მასალა

 

ნ.დუმბაძე-,,ჰელადოს“

ო.იოსელიანი-სამშობლოს თაობაზე(ნაწყვეტები)

რ.ერისთავი-,,სამშობლო ხევსურისა“

ცნებები

 

ტექსტი, ტექსტის ტიპები და ჟანრები

კომპოზიციური ელემენტები

სტრუქტურული და ორგანიზაციული ელემენტები

ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები

ტექსტის კონტექსტი

მიმართებები ტექსტებს შორის (ინტერტექსტუალობა)

ტექსტის სიტუაციური მახასიათებლები (საკომუნიკაციო სიტუაცია)

სტრატეგიები:

ზეპირმეტყველების სტრატეგიები

კითხვის სტრატეგიები

წერის სტრატეგიები

მეტაკოგნიტური სტრატეგიები

გრამატიკის საკითხები (კონკრეტული კონტექსტის შესაბამისად)

 

პროექტის იდეა

 

პროექტის იდეა დაიბადა ნ.დუმბაძის მოთხრობის წაკითხვისთანავე .კითხვამ-საიდან იწყება სამშობლო და რას ნიშნავს  სიტყვა ,,სამშობლო“, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა.იმავე გაკვეთილზე შევთანხმდით,რომ თემა გაგვეწერა პროექტში,შეგვესრულებინა სურვილის მიხედვით მაღალ კომპეტენციებზე გამსვლელი ინდუივიდუალური სამუშაოები და მოგვეწყო შედეგებით პრეზენტაცია.

პროექტის მიზნები

    

                  განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);

                  გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

                  სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტების მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;

                  მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების  დაკავშირება პირად გამოცდილებასთან; მხატვრული ტექსტების შექმნა;

                  ლიტერატურის სწავლების პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს და ერთგვარი ბიძგი მისცეს თითოეულ მოსწავლეში არსებული  უნიკალური  -  ინდივიდუალური და შემოქმედებითი  -  პოტენციალის გამოვლენას. მხატვრული ლიტერატურის შესწავლისას, მისი თავისებურებებიდან  გამომდინარე, მოსწავლეთა წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის ინდივიდუალური პერსპექტივა.

 

კავშირი ე.ს.გ-სთან

შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·        მშობლიურ ქვეყანაზე შექმნილი განსხვავებული ტიპისა და ჟანრის ტექსტების შესწავლა-გაანალიზება და ინტერპრეტირება ნასწავლი ცნებებისა და საკითხების გამოყენებით (ქართ.საბ. 1, 2, 3, 4, 5, 7, 8, 9, 10, 11);

·        მშობლიურ ქვეყანაზე შექმნილი განსხვავებული ტიპისა და ჟანრის ტექსტებს შორის მსგავსება-განსხვავებების დადგენა, სათანადო დასკვნების გამოტანა (ქართ.საბ. 6, 9, 10, 11, 12);

·        მშობლიურ ქვეყანაზე შექმნილი ტექსტების შეფასება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა (ქართ.საბ. 7, 9, 10, 11);

·        მშობლიურ ქვეყანაზე საკუთარი მოსაზრებების/დამოკიდებულებების გაზიარების მიზნით ტექსტების შედგენა ნასწავლი ენობრივი საშუალებების გამოყენებით (ქართ.საბ. 5, 6, 7, 8, 9, 10, 11);

სწავლის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე დაფიქრება, მათი მიზეზების გაცნობიერება; პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა (ქართ.საბ. 12).

რესურსები

დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები;

 https://www.facebook.com/watch/?v=249367252947833

                     https://www.youtube.com/watch?v=p_1YBm-mCa4  https://www.youtube.com/watch?v=aynVbH1arZ4 

                    

 სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება -შესაბამისი თემის ირგვლივ მოძიებული მასალა

 

პროექტის აქტუალობა

მკვიდრი წარმოდგენები:

·        ჩემს მშობლიურ ქვეყანაზე დაწერილია განსხვავებული ტიპისა და ჟანრის ტექსტები. 

·        ავტორები სხვადასხვა კუთხით წარმოგვიდგენენ ჩემს მშობლიურ ქვეყანას.

·        ტექსტებში შესაძლებელია ასახული იყოს განსხვავებული წარმოდგენები სამშობლოზე, განსხვავებული დამოკიდებულებები სამშობლოს მიმართ. 

·        წარსულზე დაწერილი ლიტერატურა მეხმარება ჩემი ქვეყნის თანამედროვეობის უკეთ გაგებაში.

·        მწერლები იყენებენ ტექსტის ელემენტებს, ენობრივ საშუალებებს, რათა გვიჩვენონ, რა არის მათთვის სამშობლო, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, მოახდინონ შთაბეჭდილება მკითხველებზე, დაარწმუნონ ისინი.

·        ჩემს ქვეყანაზე შექმნილი ლიტერატურის უკეთ გასაგებად  შემიძლია გამოვიყენო ტექსტის ელემენტების, ენობრივი საშუალებებისა და კითხვის სტრატეგიების ცოდნა.

იმისათვის, რომ გამოვხატო ჩემი მოსაზრებები სამშობლოზე, გამოვხატო პირადი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, შემიძლია გამოვიყენო პირადი გამოცდილება, ნასწავლი/ნაცნობი ლიტერატურის,  ცნებებისა და საკითხების ცოდნა.

პროექტის შედეგები

·        სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართული ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას(წიგნიერება,მედიაწიგნიერება,ციფრული წიგნიერება,სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია);

·        მოძებნიან თავისსავე დასმულ კითხვებზე პასუხებს,რომლებიც დაეხმარება მომავლის რეალიზებაში;

·        შეეცდებიან იპოვნონ პრობლემების გადაჭრის გზები,რაც მათ შემდგომში  გაუადვილებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების პროცესს.მოემზადებიან კომპლექსური დავალების შესასრულებლად.


აქტივობები პროექტის მსვლელობისას

1.      ინტერვიუ პერსონაჟთან(ჯემალი,იანგული,კოკა,ხევსური,ო. იოსელიანი,ნ.დუმბაძე) მოიფიქრეთ 5-6 შეკითხვა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და თავადვე მიუწერეთ სავარაუდო პასუხები.

2.      პერსონაჟის დღიური-წარმოიდგინეთ რას განიცდიდა იანგული გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე და გადმოეცით ეს განცდები მის დღიურში.

3.      მკითხველის თეატრი (ეპიზოდები ნ.დუმბაძის მოთხრობიდან-,,ჰელადოს“)

4.      საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვა-თავისუფალი ესე-,,რა არის ჩემთვის სამშობლო“

5.      დისკუსია-ღია და დახურული შეკითხვები

 

საბოლოო პროდუქტი

პოსტერი,რომელშიც ასახული იქნება მოსწავლეთა საქმიანობა და  შედეგები

პროექტის ხელმძღვანელი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-ს.აბალოიძე

 








პროექტი N2             ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე-7 აპრილი


პროექტის სახელი

 

,,გადავარჩინოთ დედამიწა!!!“

პროექტის ხანგრძლივობა

7 აპრილი   (1დღე)

 კათედრა

ქართულის,დაწყებითის

სკოლა

ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლა

კლასი

II,III,IV,V

სსსმ მოსწავლე

 

თემა

 

ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე

 

პროექტის იდეა

 

ჯანმრთელიობაზე ზრუნვა უპირველესი მოვალეობაა ნებისმიერი ადამიანისთვის,მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში დღევანდელ  ვითარებას,თითვეულ მოსწავლეს წვლილი შეაქვს თავისებურად ამ დიდ საზრუნავში,რომელიც თავის მხრივ რამდენიმე ასპექტს აერთიანებს -ჯანდაცვა,ჯანსაღი გარემო,ჯანსაღი კვება,რეგულაციების ცოდნა.

  ეს საკითხები სხვადასხვა საგანს მოიცავს,პროექტის იდეა სწორედ ამაში მდგომარეობს -მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენონ ნასწავლი მასალა და ჯანმრთელობის დღეს გზავნილების სახით საზოგადოებას გააცნონ საკუთარი ხედვა,გულიდან ამოსული სათქმელი.

პროექტის მიზნები

 

მოსწავლეებმა  შეძლონ   არსებული ცოდნის გამთლიანება,  სასკოლო საზოგადოებისთვის მოტივაციის  და ცნობიერების ამაღლება.

 

კავშირი ე.ს.გ-სთან

 ქართ.დაწყ.(II) 11 ; ქართ.დაწყ.(I) 14;    ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების მიზნობრივად შერჩევა და სათანადოდ გამოყენება; ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დაცვა.

რესურსები

ციფრული საშუალებები,მარკერი,თაბახის ფურცლები

პროექტის აქტუალობა

     კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან:

ა) თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;

ბ)პასუხისმგებლობა;

გ)თავდაჯერებულობა

მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესზე ორიენტირება;

სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან -კათედრებთან თანამშრომლობა;

 

პროექტის შედეგები

სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართული ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას;

მოძებნიან თავისსავე დასმულ კითხვებზე პასუხებს,რომლებიც დაეხმარება მომავლის რეალიზებაში;

შეეცდებიან იპოვნონ პრობლემების გადაჭრის გზები,რაც მათ შემდგომში  გაუადვილებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების პროცესს.

საბოლოო პროდუქტი

პოსტერი,რომელშიც ასახული იქნება მოსწავლეთა საქმიანობა და  შედეგები

პროექტის ხელმძღვანელი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-ს.აბალოიძე







No comments:

Post a Comment