კვლევა


 პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია


2018 წლის ნოემბერში, პროფესიული საჭიროებიდან გამომდინარე გადავწყვიტე მეწარმოებინა კვლევა ,რომელიც დავასრულე 2019 წლის მაისში.

მე-5 კლასში,ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას,აღმოვაჩინე,რომ მოსწავლეებს უჭირდა ფუნქციების გადანაწილება,ზოგს თუ უნდოდა ლიდერობა,ზოგი სოციალურ სიზარმაცეს ავლენდა და სხვების ხარჯზე ფონს გადიოდა.ვერ იცავდნენ დროის ლიმიტს,გაცნობიერებული არ ჰქონდათ ქცევის წესები,არ მოსწონდათ ჯგუფები,ვერ ავლენდნენ თანამშრომლობით უნარებს.-ეს კი უარყოფითად ისახებოდა საგაკვეთლო პროცესზე.ამ ხარვეზებმა გადამაწყვეტინა მეწარმოებინა კვლევა თემაზე-„ თანამშრომლობითი უნარების დეფიციტის და ჯგუფურ მუშაობაში ხარვეზების დაძლევის გზები “

პრაქტიკული კვლევის ფარგლებში საკითხის შესწავლამ,ინტერვენციების განხორციელებამ და შეფასებამ საშუალება მომცა უფრო ღრმად დავკვირვებოდი ჩემი და ჩემი კოლეგების პედაგოგიურ საქმიანობას.ერთობლივმა,თანამშრომლობითმა გარემომ,მუშაობამ,გამოცდილების გაზიარებამ დამანახა გზები,თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს პრობლემები,რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია,როგორც დაწყებით,ისე საბაზო და საშუალო საფეხურზე,თანამშრომლობითი სწავლებაუწყვეტად უნდა ვითარდებოდეს სკოლაში.

რა შედეგი გამოიღო ინტერვენციებმა?

 მოსწავლეებთან ერთად შემუშავებულმა ქცევის წესებმა მოაწესრიგა საგაკვეთილო გარემო.კითხვის დღემ უფრო დააახლოვა მოსწავლეები,აქ გამართულმა დისკუსიებმა შესამჩნევი გავლენა მოახდინა მათ თანამშრომლობით ურთიერთობებზე.შერეული ჯგუფების შექმნაში ინიციატივა მოსწავლეებმა გამოიჩინეს.სახალისო აქტივობებმა კი სოციალური სიზარმაცის პროცენტულობა შეასუსტა.

სკოლასა და მშობლებს შორის მჭიდრო ურთიერთობის დასამყარებლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ღია გაკვეთილს,რომელიც სპეციალურად მშობლებისთვის ჩატარდა.

დაწყებითის საფეხურის მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად შემუშავებული ქცევის წესების დაცვით  დაიწყეს ჯგუფური სამუშაოების ყველა საგანში გამოყენება.მათი დაკვირვებით პროცესი უფრო მოწესრიგდა.

კვლევის ანგარიში გავაცანი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას.კათედრაზე მოხდა კვლევის განხილვა და დაგეგმვა:დაწყებითის და სხვა კათედრების წევრებთან ერთად შემუშავდეს ინტერვენციები,რომელიც მორგებული იქნება თანამშრომლობითი სწავლების გაღრმავებაზე. აგრეთვე მათგან მივიღე რჩევა,რომ სჯობდა მეტი გამჭვირვალობისთვის დიაგრამების სხვაგვარი სახე გამომეყენებინა.

    კოლეგებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად გადაწყდა,რომ სკოლაში მოეწყოს მეგობრობის დღე,რომელსაც ითავებენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელები,ეს იქნება ტოლერანტობის ზეიმი.

ეს კვლევა,მართალია მოიცავდა დაწყებით საფეხურზე ჯგუფურ მუშაობაში დანახული ხარვეზებისა და მათი დაძლევის გზების ძიებას,მაგრამ,ვფიქრობ,აქ შემუშავებული ინტერვენციები დავგეგმო საშუალო და საბაზო საფეხურზეც,რა თქმა უნდა, თუ გამოვიყენებ მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილ ინტერაქტიულ  სწავლების მეთოდებს მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

 და ბოლოს,მინდა,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი  საფეხურის  და ქართული ენის კათედრებს,მე-5 კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს აქტიური თანამშრომლობისათვის. https://drive.google.com/file/d/1g8sUM-f4fV6s_DZ2UaPta4CcYKvE4wJH/view?usp=sharing


No comments:

Post a Comment