Saturday, February 15, 2020

რესურები




რესურსის სახელწოდება:„მეტყველების ნაწილები“
სამიზნე ჯგუფი:დაწყებითი საფეხური;მე-5კლასი
მისაღწევი შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:
ქართ.V.3.მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.
ქართ.V.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
ქართ.V.15.მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა.
რესურსის მიზანი:გრამატიკის შესწავლა მე-5 კლასიდან უკვე სისტემურ ხასიათს იძენს,მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ დროს მოსწავლეთა ასაკობრივ  და ინდივიდუალურ  თავისებურებებს, ვნახავთ,რომ „ზღვა მასალა“ შეუძლებელია დაიმახსოვრო ისე,რომ არ დაგავიწყდეს,თან თუ კვირაში მხოლოდ ორი გაკვეთილი გაქვს ქართულ ენაში.
რესურსის შექმნის იდეა სწორედ ამ საჭირბოროტო საკითხმა  გადამაწყვეტინა.სწავლების თანამედროვე მიდგომები ითვალისწინებს მოწავლეზე ორიენტირებულ აქტივობებს,როგორც ცოდნის დაგროვების,ასევე მისი გამოყენებისა და მონიტორინგის პროცესში.ნასწავლი მასალის მონიტორინგი-აი რას ისახავს მიზნად ჩემს მიერ შექმნილი რესურსი:ე.ს.გ. გ-თი გათვალისწინებული ლიტერატურული ტექსტები ვაქციოთ სახალისო აქტივობების საფუძვლადისე,რომ ეს აქტივობები ყოველ ჯერზე  იყოს შინაარსობრივად განხვავებული.ჩემი მიზანია,მოსწავლემდაინახოსმჭიდრო კავშირი ლიტერატურასა და ცალკე ნასწავლ გრამატიკას შორის.პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა კი ცოდნის ხარისხი ასწიოს,მოტივაცია აუმაღლოს თანაც ისე,რომ ამ პროცესის მონაწილე  იყოს თვით მოსწავლე.კატეგორიები შერჩეულია მნიშვნელობის და აქტუალობის მიხედვით,გზა მარტივიდან- რთულისაკენ,რომელიც შემდგომ საფეხურებზე უფრო უნდა  დაიხვეწოს,გართულდეს და გამრავალფეროვნდეს.
რესურსის აღწერლობა:რესურსი,რომელიც მე შევქმენი არის მარტივად დამზადებული.ფორმატის დიდ ფურცელზე ჩამოწერილია 10 მეტყველების ნაწილი.თითვეულ მეტყველების ნაწილს სიგანეზე გასდევს კატეგორიებად დაყოფილი ჯიბაკები.კატეგორიები შერჩეულია სიმარტივის და აქტუალობის მიხედვით,ის რაც საჭიროა საბაზისო ცოდნისთვის,ის,რაზეც უნდა მოხდეს შემდგომი ცოდნის დაშენება,ანუ არ წარმოადგენს ყველა იმ ნიშან-თვისებათა ერთიანობას,რაც თითვეულ მეტყველების ნაწილს ახასიათებს.
ზოგიერთ მეტყველების ნაწილის კატეგორიას პირდაპირ აწერია მზა „მასალა“,რაც მიუთითებს იმაზე,რომ მოსწავლემ მხოლოდ უნდა მოძებნოს,ამოიწეროს და მოათავსოს შესაბამის ჯიბაკში.ეს აქტივობა დამახსოვრების ხარისხს გაზრდის და ლიტერატურასთან გრამატიკის კავშირს დაანახებს მას.
რესურსის ინსტრუქცია:რესურსი შექმნილია მე-5 და მე-6 კლასისთვის.მისი სახელწოდებაა ,,მეტყველების ნაწილები“. შესრულებულია ფორმატის ქაღალდზე და  შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის სამივე ფაზაზე.იგი დაეხმარება მოსწავლეს წინარე ცოდნის გააქტიურებაში,მასალის წვდომასა და გააზრებაში.
მასწავლებელი მხატვრული ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ ჯგუფებს ურიგებს პატარა ფერად ფურცლებს და აძლევს ინსტრუქციას:მითითებული ტექსტიდან  ერთმა ჯგუფმა ამოიწეროს ზმნები,მეორემ- არსებითი სახელები,მესამემ-ზედსართავი სახელები სხვადასხვა ფერის და ფორმის ფურცლებზე.განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ(5-7წთ) მასწავლებელი აძლევს მითითებას ჯგუფებს:
I ჯგუფს-არსებით სახელზე გააკეთონ პრეზენტაცია  და ჯიბაკებში კონკრეტული კატეგორიების მიხედვით გადაანაწილონ სახელები;
II ჯგუფს-ზედსართავ სახელზე გააკეთონ პრეზენტაცია
III ჯგუფს- ზმნაზე გააკეთონ პრეზენტაცია და ა.შ...
მასწავლებელი ან თვითონ იძახებს მოსწავლეს,ან მოსწავლე გამოხატავს ინიციატივას.ფასდება დავალებისადმი ადეკვატურობის და ანალიზის მიხედვით.ამ პროცესში ჩართულია კლასიც.
  ერთ გაკვეთილში შეუძლებელია ამოწურო რესურსის გამოყენების საჭიროება.მასწავლებელს თავისუფლად შეუძლია შეცვალოს სხვადასხვაგვარად დავალების პირობა,მაგ: ვრცელ ტექსტში მოაძებნინოს მხოლოდ ზმნები ან არსებითი სახელები,კავშირები,ნაცვალსახელები.უპირატესობის გამოვლენა მოხდება იმის მიხედვით თუ რომელი ჯგუფი შეასრულებს დავალებას სწრაფად და ხარისხიანად.შეცდომების გასწორებაში ჩართულნი იქნებიან თვითონ მოსწავლეები.
   რესურსის გამოყენება შესაძლებელია სსსმ მოსწავლესთან მუშაობაშიც:სხვადასხვა მეტყველების ნაწილის კატეგორიებიდან ვურჩევთ მისთვის შესაბამის კატეგორიას და ვამუშავებთ მასზე ჯგუფის წევრების დახმარებით.მოძიებულ მასალას კი  ის კლასის წინაშე განათავსებს ჯიბაკებში.
    რესურსის გამოყენების შემდგომ მასწავლებელს შეუძლია მოიფიქროს შესრულებულ საკლასო აქტივობასთან ადაპტირებული საშინაო დავალება,მაგ:შექმნან მცირე ზომის მხატვრული ტექსტი,რომელშიც გამოიყენებენ ჯგუფების მიერ კატეგორიებად დახარისხებულ მეტყველების ნაწილებს.ეს აქტივობა განუვითარებს წერით უნარ-ჩვევებს.


რესურსის რეფლექსია:რესურსი  გამოვიყენე მე-5 კლასში.მიუხედავად სიახლისა,ძალიან ეფექტურად წარიმართა გაკვეთილის მსვლელობა:
კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად,დავურიგე თითოეულ ჯგუფს განსხვავებული ფერის პატარა წებოვანი ფურცლები და მივეცი ინსტრუქცია-რ.ინანიშვილის ტექსტიდან ამოეწერათ:
I ჯგუფს-არსებითი სახელები;
II ჯგუფს-ზედსართავი სახელები;
III ჯგუფს-ზმნები;
IV ჯგუფს- ნაცვალსახელები; ამოწერის შემდეგ,მეტყველების ნაწილის შესაბამის  ჯგუფს, კატეგორიების მიხედვით უნდა ამოეწერა დარიგებულ  წებოვან ფურცლებზე.
კლასში მყავს ორი სსსმ მოსწავლე,მათაც შევუდგინე შესაბამისი დავალება-ამოეწერა სიტყვები,რომლებიც გვპასუხობენ -ვინ? კითხვაზე ,თითოეული მოსწავლე გავანაწილე ცალ-ცალკე ჯგუფში.
აქტივობას დავუთმე 7 წუთი .ამ დროის განმავლობაში ისინი ჩემთან აზუსტებდნენ ინსტრუქციებს და ავსებდნენ ფურცლებს.დროის გასვლის შემდეგ ,მოსწავლეებს მივეცი არჩევანის თავისუფლება- შეერჩიათ პრეზენტატორები ,რომ მონაცემებით წარმდგარიყვნენ  რესურსთან და განეთავსებინათ შედეგები შესაბამის ჯიბაკში.
თუ რამდენიმე შეცდომას არ ჩავთვლით,მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს ჩემს მიერ მიცემულ პრაქტიკულ დავალებას.გამოიკვეთა ლიდერი ჯგუფი (არსებითი სახელი).მათ,რომელთაც ჰქონდა ამოსაკრები ზედსართავი სახელები,პრეზენტაცია გაუჭირდა,ამანდამანახაის,თუ მე რა მხრივ მმართებს მუშაობა ქართული ენის გაკვეთილზე.
სსსმ მოსწავლეებმაც აქტიურად ითანამშრომლეს.განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა მათთვის  ჯიბაკებში ამოკრებილი სიტყვების განთავსების პროცესი.
 მოსწავლეებს მოეწონათ ეს აქტივობა.ერთიანი ძალებით შეძლეს ნასწავლი მასალის პრაქტიკულად ჩვენება და პრეზენტაციების გაკეთება.რესურსისადმი ხელშესახებლობამ და მონაწილის როლმა თავდაჯერებულობა შემატა და სურვილი გაუჩინა მსგავსი აქტივობის კვლავ შესრულებისა.

 ერთადერთი,რაც ვერ შევძელი, იყო დროის ლიმიტის სწორად ვერ განსაზვრა-აქტივობისთვის დამჭირდა გათვალისწინებულზე მეტი დრო,რასაც შემდგომისთვის გავითვალისწინებ.

რესურსი მრავალჯერადია,მოსახერხებლად გამოსაყენებელი,როგორც წყვილებში,ისე შერეულ ჯგუფებში;ემსახურება გრამატიკის შესწავლასა და განმეორებას,აქვს მოდიფიცირების შესაძლებლობა .ცვალებადი დავალების პირობების მიხედვით,შესაძლებელია მისი სხვადასხვა კლასში და სხვადასხვა ენაში გამოყენება.
 მიზანი,რაც  მამოძრავებდა რესურსის შექმნისას,დაძლეულია,რადგან რამდენიმე გაკვეთილზე მისი გამოყენების შემდეგ ვთვლი,რომ მოვახერხე მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურება ,მისი სისტემიზაცია,პრეზენტაციების უნარების დახვეწა და მათთვის ლიტერატურასა და გრამატიკას შორის არსებული  განუყოფელი კავშირის ჩვენება. 

Wednesday, February 12, 2020

ნოემბერი გალაკტიონის თვეა...



2019 წლის 15 ნოემბერს ზემო ალვნის N1 საჯარო სკოლაში მოეწყო რიგით მეორე შემოდგომის ფესტივალი.მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს თითვეული კლასის მიერ თავისებურად წარმოდგენილი შემოდგომა,მოსწავლეთა ნახატები,თასები და სიგელები.
    XII კლასმა ფესტივალზე თავისებური ინტერპრეტაციით წარმოადგინა მინიატურიზებული გალაკტიონის საღამო,რამაც აღფრთოვანებულები დატოვა დამსწრე  საზოგადოება.
   ამისთვის მადლობა ჩემს მეთორმეტეკლასელებს!

                           

Tuesday, February 11, 2020

კედლი გაზეთი-,, ვარსკვლავეთი"



იყოჩაღეს ჩემმა მეექვსეკლასელებმა,თავისთავზე აიღეს საორგანიზაციო ვალდებულება და საახალწლოდ სკოლა ამ კედლის გაზეთით გაახარეს! 





    

Monday, February 10, 2020

მხატვრული კითხვის წრე


ზემო ალვნის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები წრის მეცადინეობებზე


ქართული ენისა და ლიტერატურის წრის სამუშაო გეგმა დაწყებით საფეხურზე
I სემესტრი
სკოლის დაახელება
სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ.ზემო ალვანი N1 საჯარო სკოლა
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
სამიზნე ჯგუფი
IV-V-VI-კლასები
კურსის ხანგრძლივობა
პირველი სემესტრი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
1 საათი
გაკვეთილების სავარაუდო ვადები
ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი
მოსწავლეთა რაოდენობა

წრის დასახელება
კითხვის და წერის ხელოვნება
მიზანი
წრის მუშაობი მიზანია,ისწავლონ მოსწავლეება სიტყვის ,,დანახვა“,შეძლონ მისი ,,გამოზრდა“ თავისებურად აკუთარ შემოქმედებაში.
წრის მიზანია ისწავლონ გამომეტყველებითი კითხვა,გაარჩიონ ერთმანერთისაგან ავტორისა და პერსონაჟის მეტყველება,გადადგან პირველი ნაბიჯები ლიტერატურული მუშაობისკენ,რომელიც გულიხმობს მხატვრული სახეების ათვისებას და  გამოყენებას პრაქტიკაში.
მოსწავლეები იმუშავებენ ინდივიდუალურად და ჯგუფებში.ასეთი მუშაობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების დახვეწასა და განვითარებაში.
მოსალოდნელი შედეგი
ლიტერატურულ- შემოქმედებითი სამუშაოები ხელს შეუწყობს კითხვის უნარის განვითარებას,წერილობითი ინტერპრეტაციიის სხვადასხვა ფორმის ათვისებას.
პრაქტიკული სავარჯიშოები და კროსვორდები  დაეხმარება მათ ქართული ენის მნიშვნელობის აღიარებაში,შეეცდებიან შეძლონ ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება და აქტუალიზაცია.
მეთოდოლოგია
ჯგუფური,ინდივიდუალური,დისკუსია,როლური თამაში,კითხვა-პასუხი...
ე.ს.გ.

აქტივობების საათობრივი გაწერა
I     გაკვეთილი
ტექსტის ინტონაციური მართვა
II   გაკვეთილი
იქვე ტექსტში(ი.გოგებაშვილის მოთხრობების კითხვა)
III  გაკვეთილი
მკითხველის თეატრი(ო.იოსელიანის მოთხრობები და ზღაპრები)
IV  გაკვეთილი
ვიქტორინა(კროსვორდების შედგენა)
V    გაკვეთილი
,,აღმოჩენები“ სკოლის ბიბლიოთეკაში
VI   გაკვეთილი
მწერალი და მხატვრული ოსტატობა(ა.სულაკაურის მოთხრობები)
VII  გაკვეთილი
კითხვის ოსტატობის დღე
VIII    გაკვეთილი
პირველი ლიტერატურული ნაბიჯები
IX    გაკვეთილი
კედლის გაზეთი
X      გაკვეთილი
ლიტერატურული წვეულება(ინსცენირება)
რესური
დაფა,ცარცი,თაბახი,ფერადი ფურცლები,ფლითჩარტი,ფანქრები



ჩემი მეთერთმეტეკლასელები



    2019 წლის გაზაფხულზე ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საბავშვო ფილმების ფესტივალ-,,ოქროს პეპელაში" და წარმატებულებიც დაბრუნდნენ!